Pages

Wednesday, November 6, 2019

პროექტი - დავაბრუნოთ მამები სკოლაში


პროექტის სახელწოდება „დავაბრუნოთ მამები სკოლაში“
პროექტის აქტუალობა
მშობლებთან ურთიერთობის მნიშვნელობა თეორიულად ყველა მასწავლებელს ესმის, თუმცა მშობლების, განსაკუთრებით მამების განსხვავებულობიდან, მათი მოვალეობის სხვადასხვა ხარისხიდან გამომდინარე ეს არც თუ ისე ადვილი დასანერგი გამოდგა პრაქტიკაში, ამიტომ გადავწყვიტე მამებისათვის შემეთავაზებინა პროექტი - „დავაბრუნოთ მამები სკოლაში“.
პროექტის ხელმძღვანელი: იზოლდა ხუნწელია
პროექტის მიზანი:  თანამშრომლობითი გარემოს, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით. მამების როლის ამაღლება მოსწავლეთა სასწავლო პროცესში, მათი ინფორმირება მომავლის გეგმებზე, სიახლეებზე, რომელიც სკოლას და განათლების პოლიტიკას ეხება.
კლასი: პირველი
პროექტის ხანგრძლივობა: 30 ოქტომბერი - 14 ნოემბერი
მოსალოდნელი შედეგები: მამების მონაწილეობა სასწავლო პროცესში დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა სწავლების ხარისხზე, აამაღლებს მათ მოტივაციას, შექმნის თანამშრომლობით გარემოს სკოლაში, დედ-მამის პასუხისმგებლობის გრძნობა ამ ნაწილში დაბალანსდება.
საჭირო რესურსები:  პედაგოგიური ლიტერატურა, კომპიუტერი, ჭადრაკი, შაში, ბურთი, მარკერი, დაფა, ფლიპჩარტი
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა I: მამების ინფორმირება მომავლის გეგმებზე, სიახლეებზე, რომელიც სასწავლო პროცესს ეხება
აქტივობა II: მამების მოსმენა, ოჯახის კულტურული თავისებურებების მიზნით, რაც მოსწავლეებთან სპეციფიკური მიდგომების შემუშავებაში დამეხმარება
აქტივობა III: საგაკვეთილო პროცესის გამჭვირვალობისთვის ღია კარის დღის გამართვა
აქტივობა IV: სკოლის ინფრასტრუქტურის (სასკოლო ბიბლიოთეკის, კომპიუტერული ოთახის, სპორტდარბაზის) გამოყენება მამებსა და შვილებს შორის ურთიერთობის დარეგულირების მიზნით.
აქტივობა V: მრავალფეროვანი საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზება მამებისათვის, როგორც საკუთარი ძალებით, ასევე სხვა პროფესიონალების დახმარებითაც.



რეფლექსია

პროექტის მიზანი იყო მამების როლის ამაღლება მოსწავლეთა სასწავლო პროცესში, მათი ინფორმირება მომავლის გეგმებზე, სიახლეებზე, რომელიც სკოლას და განათლების პოლიტიკას ეხება. თანამშრომლობითი გარემოს, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით. მამების ჩართულობა სასწავლო პროცესში სწავლების ხარისხზე დადებითად აისახა, რადგანაც მოსწავლეებმა თვალნათლივ ნახეს, რომ მაღალია სწავლისადმი მშობელთა ინტერესი, მათი ყოველნაირი ქცევა უყურადღებოდ არ რჩება. მამების განსაკუთრებული ინტერესის გამოკვეთამ სასწავლო პროცესის მიმართ, დამატებითი მოტივაცია გაუჩინა დედებსაც, რამდენად გააცნობიერეს, რომ ორივე მხარეს ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა. მამებმა თავად გამოხატეს სურვილი მშობელთა კრებებზე აქტიური მონაწილეობისა.
ვფიქრობ, პროექტმა მომცა შესაძლებლობა გადამეჭრა მენტალური პრობლემა, რომ მამების როლი უმეტეს შემთხვევაში შვილების მატერიალური უზრუნველყოფით შემოიფარგლება.
განსაკუთრებული ხალისით ჩაერთვნენ მოსწავლეები და მამები ერთობლივ სპორტულ ღონისძიებებში, ასევე მამების მიერ წაკითხული ზღაპრების და მათი დახმარებით შესრულებული დავალებების კეთებაში.
აღნიშნულმა პროექტმა უფროსი კლასების ხელმძღვანელების დაინტერესებაც გამოიწვია, რადგანაც მაღალ კლასებში, როგორც ცნობილია, მშობელი შორდება სკოლას, რას მასწავლებლების უკმაყოფილებას იწვევს.
მშობელთა მოზიდვის სურვილი იმით აიხსნება, რომ მათ მართლაც შეუძლიათ დადებითი როლის შესრულება მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებაში და ამაზე არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევა მიუთითებს.


პროექტის ხელმძღვანელი: იზოლდა ხუნწელია







No comments:

Post a Comment