Pages

Friday, November 29, 2019

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში თემატური გეგმა მათემატიკაში


სკოლა - სსიპ მარტვილის N2 საჯარო სკოლა
კლასი - I
პედაგოგი: იზოლდა ხუნწელია

N
თემა
გაკვეთილის მიზანი: 
სწავლის შედეგები
გაკვეთილის აქტივობის ეტაპები
შეფასება
1
რიცხვი 5-ის გაცნობა
რიცხვი 5-ის გაცნობა, ჩაწერა, წაკითხვა
მოსწავლე ამოიცნობს და ჩაწერს რიცხვ- „5“, შეძლებს ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები. წინარე რიცხვები შეადაროს ერთმანეთს.
I აქტივობა
სავარჯიშო ხეზე დავამაგრებ რიცხვებს 1-დან 5-მდე. სადემონსტრაციო და ინდივიდუალური დიდაქტიკური მასალების გამოყენებით მოსწავლეებს ვაჩვენებ თუ როგორ მიიღება 5 საგანი 4-ისათვის 1-ის მიმატებით, ასევე ვაჩვენებ თუ როგორ მიიღება 4 5 საგნისაგან 1-ის გამოკლებით.
II აქტივობა
ვთამაშობთ ბუკებში, რომელიც მოიცავს ციფრი 5-ის მოხაზულობას, ერთის ბიჯით თვლას, გროვებისა და რიცხვების შესაბამისობას 5-ის ფარგლებში.
III აქტივობა
 ვიდეო ჩვენება - „რიცხვების სწავლა, ეს ხომ ძალიან მარტივია“ https://www.youtube.com/watch?v=P5Z7iFC-d8c
რესურსი - სლაიდები

განმავითარებელი კომენტარები
2
რიცხვი 9-ის გაცნობა
რიცხვი 9-ის გაცნობა, ჩაწერა, წაკითხვა; ნასწავლი რიცხვების გამეორება სახალისო აქტივობების გამოყენებით;
მოსწავლე ამოიცნობს და ჩაწერს რიცხვ- „9“, შეძლებს ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები; წინარე რიცხვებზე შეასრულოს არითმეტიკული მოქმედებები, რიცხვები შეადაროს ერთმანეთს. დაასახელონ წინა და მომდევნო რიცხვები;
I აქტივობა. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების წარდგენა. (3 წთ)

II  აქტივობა (წინარე ცოდნის გააქტიურება)
„მათემატიკური ნაყინი“-სახალისო აქტივობა სასწავლო პროცესში (5 წთ);
III აქტივობა
ვთამაშობთ ბუკებში, რომელიც მოიცავს ციფრი 9-ის მოხაზულობას, ერთის ბიჯით თვლას, გროვებისა და რიცხვების შესაბამისობას 9-ის ფარგლებში (12 წთ).
IV აქტივობა
ბუკის გამოყენებით თამაში  - დავითვალოთ ბურთები და უჯრაში ჩავწეროთ შესაბამისი ციფრი;(10 წთ)

V აქტივობა
Learning Apps-ის პროგრამით შექმნილი რესურსის გამოყენებით მოსწავლეები დააჯგუფებენ 5-ზე ნაკლებ(1,2,3,4) და 5-ზე მეტ(6,7,8,9) რიცხვებს.  https://learningapps.org/display?v=p32xqe6y319  (13 წთ_)

განმავითარებელი კომენტარები
3
რიცხვების შედარება, მეტობა, ნაკლებობა, ტოლია
საგანთა რაოდენობების განსაზღვრა, ერთმანეთთან შედარება და ტოლობის, ნაკლებობის და მეტობის ნიშნების გამოყენება
მოსწავლე შეძლებს ერთმანეთს შეადაროს საგნები; შეისწავლის მეტობის, ნაკლებობის და ტოლობის ნიშნები

შექმნილი ელექტრონული რესურსის ბმული

განმავითარებელი კომენტარები



ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების გამოყენება

კლასი I
 საგანი: მათემატიკა
 I სემესტრი                                                       
პედაგოგი: იზოლდა ხუნწელია
რეფლექსია
მათემატიკის  გაკვეთილზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ
     იმისათვის, რომ კლასი განმეწყო მუშაობისათვის, გადავწყვიტე გამომეყენებინა ისეთი  ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეებში განავითარებდა 21-ე საუკუნის ძირითად უნარ-ჩვევებს. სასწავლო პროცესში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე ქონდა. ახალი რესურსების შექმნა დამეხმარა ჩემს საგაკვეთილო მიზანზე მორგებული კონკრეტული აქტივობა შემექმნა და მიმეღწია სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, ამან ხელი შეუწყო მოსწავლეებში ინფორმაციის გააზრებას, მოტივაციის ამაღლებას.
რესურსი N1 - საგაკვეთილო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა რიცხვი 5-ის გაცნობას და მასზე სხვადასხვა მათემატიკური ამოცანების შესრულებას, შექმნილმა ელექტრონულმა რესურსმა განსაკუთრებით გაახალისა მოსწავლეები, განუმტკიცა მათ მიღებული ცოდნა და საგაკვეთილო პროცესი გახადა უფრო საინტერესო და განსხვავებული. მოსწავლეები ხალისით ჩაებნენ აღნიშნული აქტივობის გამოყენების პროცესში.
რესურსი N2 - საგაკვეთილო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა რიცხვი 9-ის გაცნობას და მასზე სხვადასხვა მათემატიკური ამოცანების შესრულებას, შექმნილმა ელექტრონულმა რესურსმა განსაკუთრებით გაახალისა მოსწავლეები, განუმტკიცა მათ მიღებული ცოდნა და საგაკვეთილო პროცესი გახადა უფრო საინტერესო და განსხვავებული. მათ განიმტკიცეს ისეთი ტერმინები, როგორიცაა გავადიდოთ, შევამციროთ, გავზარდოთ, ჯამი და სხვა. მოსწავლეები ხალისით ჩაებნენ აღნიშნული აქტივობის გამოყენების პროცესში.  
რესურსი N3 - რიცხვების შედარება, მეტობა, ნაკლებობა, ტოლობის ცნებების განმტკიცებისთვის შექმნილი რესურსი დაეხმარა მოსწავლეებს შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნა ტესტის გამოყენებით, რაც ადვილად აღსაქმელი და სახალისო აღმოჩნდა. მოსწავლეები ინტერესით შეუდგნენ შექმნილი დავალების შესრულებას.



No comments:

Post a Comment