Pages

Friday, November 29, 2019

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში თემატური გეგმა ბუნებაში


სკოლა - სსიპ მარტვილის N2 საჯარო სკოლა
კლასი - I
პედაგოგი: იზოლდა ხუნწელია

N
თემა
დრო
რესურსი
მიზანი
შედეგი
1
„საკვები პროდუქტები“
2 საათი
სახელმძღვანელო, სურათები, კომპიუტერი, პროექტორი.

შექმნილი ელექტრონული რესურსის ბმული

თემა: „ცხოველური და მცენარეული წარმოშობის საკვები“.

მოსწავლე შეძლებს საკვების სახეობების შესწავლას.
ელ. რესურსის დახმარებით
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, დაინტერესება სასწავლო მასალით,  სავარჯიშოების შესრულება ციფრული ტექნიკის ფლობა

მოსწავლე შეძლებს ცხოველური და მცენარეული საკვების ტიპის დიფერენცირებას.

ისტის გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება.




2
„რას ვიცვამთ“
2 საათი
სახელმძღვანელო, სურათები, კომპიუტერი, პროექტორი.


ელექტრონული რესურსის ბმული.

ლექსიკური ერთეულების გამდიდრება, ელ. რესურსის დახმარებით
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, დაინტერესება სასწავლო მასალით,  სავარჯიშოების შესრულება ციფრული ტექნიკის ფლობა
მოსწავლე შეისწავლის ტანსაცმლის სახეობებს, სეზონურ ტანსაცმლებს, გაიმდიდრებს ლექსიკას.
ისტის გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება.

3
წელიწადის დროები
2 საათი
სახელმძღვანელო, სურათები, კომპიუტერი, პროექტორი.


ელექტრონული რესურსი ბმული

https://learningapps.org/display?v=pdwbn2vsa19 თემა: წელიწადის დროები და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი მოვლენები

მოსწავლეები გაეცნობიან წელიწადის დროებს, შეისწავლიან მისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ მოვლემებს;



მოსწავლე ერთმანეთისგან განასხვავებს წელიწადის 4 დროს;
განივითრებს ისტის ფლობის უნარ-ჩვევებს


რეფლექსია
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მიზანი იყო საგაკვეთილო პროცესი გაეხადა მეტად საინტერესო და სახალისო. ამასთან ისტის გამოყენებამ შესაძლებლობა მომცა სასწავლო რესურსები შემექმნა საკუთარი შეხედულებისამებრ, რაც დამეხმარა საგაკვეთილო მიზნის მიღწევაში;
პირველი რესურსი ეხებოდა საკვებ პროდუქტებს, დავალება გამოვიდა ძალიან აზარტული და მხიარული, ამასთან დამეხმარა მოსწავლეთა სხარტი აზროვნების უნარების განვითარებაში. მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაებნენ საგაკვეთილო პროცესში და პოზიტიური შეფასების გზით მიუდგნენ ერთმანეთს შეცდომების გასწორებაში.
მეორე საგაკვეთილო რესურსის „რას ვიცვამთ“ მეშვეობით, მოსწავლეებმა აითვისეს ახალი სიტყვები, თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი ტანსაცმლის სახეობები. გაკვეთილი გამოვიდა სახალისო და ინფორმაციული.
მესამე საგაკვეთილო რესურსი შევქმენი წელიწადის დროებისთვის დამახასითებელი მოვლენების მარტივად შესასწავლად. მოსწავლეებში აღნიშნულმა აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მთელი კლასი იყო აქტიურად ჩართული საგაკვეთილო პროცესში. სასწავლო რესურსს ჰქონდა ტესტის ფორმაც, რაც მოსწავლეებისთვის უფრო სახალისო აღმოჩნდა.
ისტის გამოყენებით მოსწავლეებმა არა მხოლოდ აითვისეს ახალი ინფორმაცია საგაკვეთილო მასალასთან მიმართებაში, არამედ კიდევ უფრო გაიუმჯობესეს კომპიუტერის ფლობის უნარები.



No comments:

Post a Comment