Pages

Friday, November 29, 2019

ისტის გეგმა. ქართული


თემატური გეგმა                                             კლასი I
 საგანი: ქართული ენა
 I სემესტრი                                                        
პედაგოგი: იზოლდა ხუნწელია
გაკვეთილების ემატიკა
საათების რაოდენობა
მიზნები და ამოცანები
რესურსები
შეფასება
ასო-ბგერა „ს“ გაცნობა
3 საათი
•„ს“ ასოს მოხაზულობის შესწავლა და მისი სწრაფად წაკითხვა სიტყვასა და წინადადებებში;
•სხვადასხვა სავარჯიშოების მეშვეობით ახალი ასო-ბგერის სწრაფად ათვისება;
•კითხვის ჩვევის განმტკიცება;
•მეტყველებისა და აზროვნების განვითარება
წიგნი,  რვეული, დაფა, ცარცი, კალამი, კომპიუტერი, შექმინილი სასწავლო რესურსი https://www.youtube.com/watch?v=74O70QyKItU
განმავითარებელი შეფასება,ზეპირი კომენტარი, სტიკერი
ასობგერა „რ“-ს გაცნობა
3 საათი
•„რ“ ასოს მოხაზულობის შესწავლა და მისი სწრაფად წაკითხვა სიტყვასა და წინადადებებში;
•სხვადასხვა სავარჯიშოების მეშვეობით ახალი ასო-ბგერის სწრაფად ათვისება;
•კითხვის ჩვევის განმტკიცება;
•მეტყველებისა და აზროვნების განვითარება
წიგნი,  რვეული, დაფა, ცარცი, კალამი, კომპიუტერი, შექმინილი სასწავლო რესურსი https://learningapps.org/display?v=p87agdjta19
განმავითარებელი შეფასება,ზეპირი კომენტარი, სტიკერი
ზოოპარკი
2 საათი
სახელმძღვანელოს საგაკვეთილო მასალასთან „ზოოპარკი“ დაკავშირებით გარეული და შინაური ცხოველების გაცნობა. მოსწავლეს განუვითარდება კითხვითი უნარ-ჩვევები; მოსწავლე შეძლებს სიტყვის ამოკითხვას, წინადადების გამოყოფას საერთო ტექსტიდან, სიტყვის დამარცვლას
სახელმძღვანელო, სურათები, კომპიუტერი,შექმინილი სასწავლო რესურსი - https://learningapps.org/display?v=pdqha4xu319
განმავითარებელი შეფასება,ზეპირი კომენტარი, სტიკერი



ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების გამოყენება
კლასი I
 საგანი: ქართული ენა
 I სემესტრი                                                       
პედაგოგი: იზოლდა ხუნწელია
რეფლექსია
ქართული ენის  გაკვეთილზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ
     სასწავლო პროცესში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს. მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე ისტის გამოყენება მოსწავლეებში ხელს  უწყობს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას, ინფორმაციის გააზრებას, მოტივაციის ამაღლებას, რადგან მოსწავლე ინფორმაციის  პასიური  მიმღები კი არ არის არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვა.
    აქტივობა  N-1.      ჩემს  მიერ გამოყენებულია ელექტრონული რესურსის ბმული  youtube-დან რომელიც გამოვიყენე ახალი მასალის ახსნის დროს და შევამოწმე შესაძლო გამოწვევები .სასწავლო პროცესში ლინკის გამოყენების შედეგად გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და ინტერესი ახალი  მასალის მიმართ.   მოსწავლეებმა ადვილად შეისწავლეს და განიმტკიცეს ახალი მასალა. ამ ბმულის ჩვენება შემდეგმა ფაქტორმა განაპირობა, მოსწავლისათვის რთული და მოსაწყენია ტრადიციული გზით ახალი მასალის ახსნა და განმტკიცება, ამიტომაც მსურდა უფრო საინტერესო და ადვილად აღსაქმელი გზით მიმეტანა კლასში, რის საშუალებითაც ისტ-ის გამოყენება მაძლევდა.
   აქტივობა   N-2     ჩემს მიერ   ელექტრონული რესურსის თემაა: “რ“-ასოს გაცნობა.    ამ ელექტრონული რესურსით ისინი ბუნებრივია, ხალისით იყენებდნენ შესწავლილ მასალას პრაქტიკაში, ხდება შესწავლილი მასალის სახალისოდ შესწავლა, რაც უზრუნველყოფს უფრო საფუძვლიანად დამახსოვრებას. გარდა ამისა,  ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი ხელს უწყობს სხვადასხვა უნარების განვითარებას, როგორიც არის ლოგიკური და სხარტი აზროვნების განვითარებას, ცოდნის მობილიზებასა და ყურადღების კონცენტრაცია, ხელს უწყობს მოსწავლეებს ისტ-ის გამოყენება  და მისი მეშვეობით  შექმნილი ელექტრონული რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.

       აქტივობა-N 3    ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის თემაა: „ზოოპარკი“. მოსწავლეებმა    სახელმძღვანელოში მოცემული საგაკვეთილო მასალის გაცნობის შემდეგ განიმტკიცეს ცოდნა სახალისო დავალების მეშვებით. აქტივობა არის სახალისო და საინტერესო.  ელექტრონული რესურსი ინტერაქტიულია  და აქტიურად რთავს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად ხდება ისტ-ის გამოყენება, რაც ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. მომდევნო გაკვეთილის ჩატარებისას გავითვალისწინებ მოსწავლეთა უფრო მეტ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

No comments:

Post a Comment