Pages

Friday, November 29, 2019

პროექტის სახელწოდება „გმირები არ კვდებიან“


პროექტის აქტუალობა
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, ესდღე ტკივილით სავსე მაგრამ თავისუფლების მომნიჭებელი დღეა. მინდოდა ჩემს მოსწავლეებაც ჰქონოდათ წარმოდგენა თუ რა პროცესები უძღოდა წინ ამ მოვლენას. მითუმეტეს,რომ თავისუფლებას შეწირული აზა ადამია ჩვენი სკოლელი იყო, ხოლო მისი ძმისშვილი პატარა აზა  ადამია ჩემი მოსწავლეა. ამიტომ გადავწყვტე მოსწავლეებისვის შემეთავაზებინა პროექტი „გმირები არ კვდებიან“.
პროექტის ხელმძღვანელი: იზოლდა ხუნწელია
პროექტის მიზანი:  პროექტის მიზანი იყო ამემაღლებინა მოსწავლეთა ცნობიერება სამშობლოსადმი ერთგულების, თავგანწირვის და პატრიოტული სულისკვეთების შესახებ.
კლასი: მეოთხე
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 10 მარტი - 9 აპრილი
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია დადებითად აისახება მოსწავლეთა სამოქალაქო თვითშეგნებაზე. აუმაღლდებათ ცოდნის დონე უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, გაეცნობიან სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს.
საჭირო რესურსები:  ლიტერატურა, კომპიუტერი, დაფა, პროექტორი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა I: ბავშვების ინფორმირება პროექტისმიზნებზე და ისტორიული ექსკურსი.
აქტივობა II: ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება გმირების შესახებ.
აქტივობა III: მოძებული ინფორმციის ერთმანეთისთვის გაზიარება, პრეზენტაციის მომზადება.
აქტივობა IV: 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრული კითხვა და გმირებზე მომზადებული პრეზენტაციის ჩვენება.
აქტივობა V: აზა ადამიას საფლავისა და ბიუსტის გვირგვინით შემკობა.
აქტივობა VI: დასკვნითი ღონისძიება - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „კაცობრიობავ ყველფერი უნდა გახსოვდეს, რაც მოხდა, რომ არ განმეორდეს აღარასოდეს“!


რეფლექსია
პროექტის მიზანი იყო ამემაღლებინა მოსწავლეთა ცნობიერება სამშობლოსადმი ერთგულების, თავგანწირვის და პატრიოტული სულისკვეთების შესახებ. დიდი ინტერესი გამოიწვია გმირების შესახენ ინფრმაციის მოძიებამ, რაშიც ხალისით ჩაერთვნენ პროექტის მონაწილენი. იმდენად ვრცელი მასალა შეგროვდა, რომ ალბმის შექმნაც კი გადავწყვიტეთ. სიამოვნებით ისწავლეს მოსწავეებმა ზვიად გამსახურდიას,მერაბ კოსტავას, მორის ფოცხიშვილის 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს აზა ადამიას, მისი გმირობის ისტორიას. გაეცნენ მისი სასკოლო ცხოვრების ამსახველ მასალებს, როგორც მშობლებისგან,ასევე მასწავლებლებისგან.
მოიძიეს მასალები 9 აპრილს მოწამლული, 6 წელი საწოლს მიჯაჭული და შემდეგ გარდაცვილი,ჩვენი სკოლის მოსწავლის ირა კოკაიას შესახებ, მართალია იგი გმირებში არ მოიხსენიება, მაგრამისიც გმირია და არა მსხვერპლი.
ღონისძიების კულმინაცია იყო ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „კაცობრიობავ ყველფერი უნდა გახსოვდეს, რაც მოხდა, რომ არ განმეორდეს აღარასოდეს“, რომელსაც ესწრებოდნენ რაიონის ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმოამდგენლები.
„მადლობა თავისუფლებისთვის“ - ეს სლოგანი ლაიტმოტივად გასდევდა მთელ ღონისძიებას.  

მოსწავლეთა გადაწყვეტიებით „გმირები არ კვდებიან“ ღონისძების აღნიშვნას სისტემატიური ხასიათი ექნება.

No comments:

Post a Comment