რამდენადაც სულ
ერთი თვეა, რაც პირველი კლასი ჩავიბარე, საგაკვეთილო პროცესი 35 წუთიანია და არასაგაკვეთილო
დრო საკმაოდ მქონდა, გადავწყვიტე მიზნობრივად გამომეყენებინა იგი და გამეგო თუ რა შემოქმედებითი
უნარ-ჩვევები ჰქონოდათ ჩემს მოსწავლეებს. ამ მიმართულებით შევეცადე ჩემი წინა ორი კლასის
იმ მოსწავლეების ცოდნა და გამოცდილება გამომეყენებინა, რომლებიც ამა თუ იმ მიმართულებით
არაერთ კონკურსში იყვნენ გამარჯვებულნი, სოციალური ადაპტაციის მიზნით ჩამერთო ისინი
პროექტში „ძალა ერთობაშია“. იდეამ მოწონება დაიმსახურა როგორც მოსწავლეებში, ასევე
მათ მშობლებშიც.
პროექტის სახელწოდება: „ძალა ერთობაშია“
პროექტის ხელმძღვანელი: იზოლდა ხუნწელია
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების
ფორმირება, არასაგაკვეთილო დროის მიზნობრივად გამოყენება, ჯგუფური მუშაობის გამოცდილების
შეძენა, შემოქმედებითი უნარების გამოვლენა;
კლასი: პირველი, მეცხრე და მეთერთმეტე
პროექტის ხანგრძლივობა: 20 სექტემბერი
- 21 ოქტომბერი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიძენენ
ჯგუფური მუშაობის გამოცდილებას, საფუძველი ჩაეყრება გუნდური მუშაობის პრინციპების ფორმირებას,
შეიძენენ უშულოდ მათი წინამორბედებისაგან უნარ-ჩვევებს მათთვის საინტერესო მიმართულებით.
საჭირო რესურსები:
სახატავი ფანქრები, საქსოვი ჩხირები, ძაფები, ფანდური, ფლიტჩარტი
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა I: პროექტის მიზნებისა
და ამოცანების გაცნობა, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა
აქტივობა II: მოსწავლეთა დაყოფა
ჯგუფებად მათი ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით;
აქტივობა III: ხატვის, ქსოვის,
ფანდურზე დაკვრის შემსწავლელი ჯგუფების მუშაობის ორგანიზება;
აქტივობა IV: ექსკურსია მახლობელ
პარკში და ბუნებაზე დაკვირვებით ხატვა და ქსოვა;
აქტივობა V: პენსიონერი მასწავლებლის
ნანა გაბუნიას მონახულება, საკუთარი ხელით შესრულებული სიმბოლური საჩუქრების გადაცემა,
სიმღერები ფანდურის თანხლებით;
აქტივობა VI: გამოფენის მოწყობა
„ძალა ერთობაშია“; პრეზენტაცია მშობლებისა და სკოლის დირექციის მონაწილეობით, თუ რა
გამოვიდა კარგად და რას გააკეთებენ მომავალში;
რეფლექსია
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ გუნდური მუშაობის პრინციპებს, შვეცადე გამომევლინა მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები, მაქსიმალურად ეფექტურად გამომეყენებინა არასაგაკვეთილო დრო და გამიჩნდა იდეა მიზნის სისრულეში მოსაყვანად, გამომეყენებინა არაერთ კონკურსში გამარჯვებული, ჩემს მიერ წინა კლასებში გამოშვებული მოსწავლეები, რომლებიც ამჟამად მეხუთე და მეცხრე კლასებში სწავლობენ. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეთა ინტერესი იმდენად დიდი იყო ქსოვის, ფანდურზე დაკვრის, ხატვის მიმართ, რომ მოითხოვეს აღნიშნული პროექტის მთელი წლის მანძილზე გაგრძელება. იდეა სხვა კლასების მასწავლებლებმაც აიტაცეს. პროექტის კულმინაცია იყო გამოფენა, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავდა. ვეცდები მომავალში უფრო ფართო მასშტაბები მივცე და მათ მონაწილეობა მივაღებინო რაიონულ ღონისძიებებში, რათა უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეც ცნობილი მათი ნამუშევრების შესახებ, რაც შეიძლება მეტად გამოვავლინო სხვა მიმართულებითაც მათი შესაძლებლობები.