პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: "კეთილი“ შემოდგომა"
მასწავლებელი: იზოლდა ხუნწელია
ჩატარების ადგილი: სსიპ მარტვილის N2 საჯარო
სკოლა
პროექტში მონაწილენი: მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, თემი;
პროექტზე მუშაობის ვადები: 7 - 28 ოქტომბერი.
პროექტზე მუშაობის ვადები: 7 - 28 ოქტომბერი.
პროექტის მიზანი: ცნობიერების ამაღლება
მოსწავლეებში ეკოლოგიაზე, შემოდგომის თანმხლები ერთ-ერთი ბუნებრივი პროცესის (ფოთოლცვენის)
სარგებლიანობაზე, მის აქტიურ გამოყენებაზე ყოფით ცხოვრებაში. თანამშრომლობისა და მარტივი
შრომითი საქმიანობის უნარ-ჩვევების ფორმირება; მოსწავლეებში სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
მოსალოდნელი შედეგები.
·
სოციალური
და სამოქალაქო კომპეტენცია:
·
კონსტრუქციული
თანამშრომლობა;
·
პრობლემის
მოგვარება;
·
კრიტიკული
და შემოქმედებითი აზროვნება;
პროექტის აქტუალობა: შემოდგომა წელიწადის
ერთ-ერთი გამორჩეული დროა, იგი განსაკუთრებულად ლამაზი და ბარაქიანია. შემოდგომა სიკეთის
მომტანია არა მხოლოდ უხვი მოსავლის გამო, არამედ ჩამოცვენილი ფოთლები და მისგან დამზედებული
ბუნებრივი სასუქი (კომპოსტი) ერთ-ერთი საუკეთესოა სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად.
საზოგადოებაში არასწორადაა დამკვიდრებული ჩვევა, როდესაც შემოდგომით ფოთლებს აგროვებენ
და წვავენ, ამით პირდაპირი ზიანი ადგება გარემოს, წვის შედეგად გამოფრქვეული ემისიების
და სხვა მავნე ორგანიზმების გამო. თემა აქტუალურია
იმდენად, რამდენადაც ემთხვევა წელიწადის ამ პერიოდს. პროექტში მონაწილეობა ბავშვებს,
მშობლებს და პროექტის სხვა აქტორებს აუმაღლებს ცოდნას და შესძენ განსხვავებულ დამოკიდებულებებს
ბუნებასთან, არასწორი ჩვევით გამოწვეულ ეკოლოგიურ პრობლემებთან. პროექტის ფარგლებში
მოსწავლეები ადვილად შეძლებენ მოიძიონ თემასთან დაკავშირებული მასალები და გაგვიზიარონ
საკუთარი ემოციები.
პროექტის მსვლელობა და
აქტივობები
შემოდგომის თემატური ციკლის
შესწავლის შემდეგ გვექნება თემის სრული განხილვა-შეჯამება, რომელზეც კიდევ ერთხელ მოხდება
მხატვრული ნაწარმოებების ზეპირი აღქმა.
7 ოქტომბერი - მოსწავლეები აღწერენ
შემოდგომის შემოსვლას თავიანთ სოფლებში. პირველკლასელებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ
უფროსკლასელების (V კლასი) შეხედულებების
აღნიშნულ საკითხზე. პროექტის ფარგლებში მოხდება მსჯელობა ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელიც
ფოთლების წვასთან არის დაკავშირებული და იმ სარგებელზე რაც ფოთლის ნეშომპალად ქცევამ
შეიძლება გამოიწვიოს. შეაგროვებენ ფოთლებს
და ყვავილებს, რომელსაც შეინახავენ სასწავლო წიგნებში.
ჯგუფს მიეცემა დავალება, მაქსიმალურად გაუზიარონ უფროსებს
მიღებული ინფორმაცია, რათა შემცირდეს გარემოში ამ გზით გამოწვეული პრობლემები.
14 ოქტომბერი - შექმნიან ნახატებს შთაბეჭდილებების
მიხედვით. იმსჯელებენ ერთმანეთის ნამუშევრებზე. უფროს კლასელების დახმარებით იმუშავებენ
გასავრცელებელ საცნობარო ბარათებზე.
21 ოქტომბერი - მოსწავლეები შეგროვილი
ფოთლებისა და ყვავილებისგან დაამზადებენ ჰერბარიუმებს. მოეწყობა ვიდეო ჩვენება „როგორ
დავამზადოთ ბუნებრივი სასუქი ფოთლებისგან“.
28 ოქტომბერი - შეგროვილი მასალებისგან
(ხილი, ფოთლები და სხვა) მოეწყობა საშემოდგომო კუთხე, საკუთარი ნაშრომების გამოფენა
(ჰერბარიუმი, ნახატები და სხვა), მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართება პრეზენტაცია და
მოსწავლეები გაუზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს და მიღებულ ცოდნას პროექტის ფარგლებში.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი
რესურსები: ფლომასტერები, სახატავი ფურცლები, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ქაღალდები,
კომპიუტერი, ფოთლები, სოფლის ნობათი.
განხორციელებული აქტივობები:
პროექტის ფარგლებში ერთ-ერთ აქტივობად გათვალისწინებული იყო საშემოდგომო კუთხის მოწყობა, რაშიც ხალისით ჩაერთვნენ მოსწავლეები;
რეფლექსია
პროექტის „კეთილი შემოდგომა“ დაწყებამდე გადავწყვიტე
პროექტის ღირებულებაში დამერწმუნებინა მოსწავლეები და გამეღვიძებინა მათი მოტივაცია.
თემა აქტუალური იყო, იმდენად, რამდენადაც ემთხვეოდა წელიწადის ამ პერიოდს
- შემოდგომას. სათაურიც თვითონ შეარჩიეს მოსწავლეებმა და მას „კეთილი“ უწოდეს, რადგანაც
ის უხვად გვაჯილდოებს მოსავლით და გვამარაგებს მთელი ზამთრის სარჩო-საბადებლით. წელიწადის
ამ დროის სიმშვენიერე ყველაზე კარგად შეიგრძნეს ბავშვებმა, როდესაც საკუთარი ხელით
შეგროვილი ხილით მოაწყვეს საშემოდგომო კუთხე და უმასპინძლდებოდნენ მნახველებს.
პროექტი თავისი მიზნიდან
გამომდინარე მხოლოდ წელიწადის დროის ჩარჩოებს გასცდა და შეიძინა სოციალური აქტუალობა.
პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებმა გაიგეს, რომ წელიწადის ამ დროისთვის უხვად
ჩამოცვენილ ფოთლებს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, მისი წვისგან გამოყოფილი ემისიები
კი უდიდეს ზიანს აყენებს გარემოს. ეს მოსწავლეთა მშობლებისთვისაც საინტერესო ინფორმაცია
იყო. მშობლებმა და მოსწავლეებმა გადაწყვიტეს შეგროვილი ფოთლებისაგან და საყოფაცხოვრებო
ანარჩენებისაგან დაემზადებინათ კომპოსტი, რომლის შედეგსაც ნახავენ გაზაფხულზე საკუთარი
ბოსტნის განოყიერების შედეგად.
ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა,
რამდენადაც სკოლის ეზოში ფოთლების დიდი რაოდენობა გროვდება, კომპოსტი სკოლაშიც დაგვემზადებინა
და ეკოლოგიურ საკითხებზე სკოლაში მომუშავე სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად გამოგვეყენებინა
სკოლაში არსებული ნარგავების გასანოყიერებლად.
პროექტის ხელმძღვანელი:
იზოლდა ხუნწელია
წარმატებებს გისურვებთ იზო მასწავლებელო
ReplyDelete