მე, იზოლდა ხუნწელია დავიბადე 1950 წლის 10 მაისს მარტვილის რაიონში. საშუალო სკოლა დავამთვარე 1967 წელს, 1975 წელს დავამთავრე ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, პედაგოგ-მეთოდისტის სპეციალობით;
მუშაობა დავიწყე 1981 წელს მარტვილის N2 საჯარო სკოლაში, სადაც ვმუშაობ დღემდე.
გავიზარდე პედაგოგის ოჯახში და ამ პროფესიისადმი სიყვარული ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემი ასაკი საკუთარი ნამოღვაწარით ტკბობის ასაკია და ამ მხრივ მართლაც ბევრი მაქვს მოსაგონარი. ჩემი ყოველი დღე სკოლაში ბავშვების შემოგეგებით იწყება, რაც უდიდეს სიამოვნებას მგვრის და ამავდროულად უდიდესი მოტივაციაცაა ჩემთვის. ჩემი მოსწავლეებისთვის მინდა სრულად დავიხარჯო.
No comments:
Post a Comment