წრის
სამუშაო გეგმა
წრის დასახელება: „მარჯვე ხელები“
სკოლა: სსიპ მარტვილის N2 საჯარო სკოლა
კლასი: I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
საგანი: ხელოვნება
მასწავლებელი: იზოლდა ხუნწელია
წრის მიზანი:
1. მოსწავლეთა შემოქმედებითობის უნარების წარმოჩენა და განვითარება;
2. მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და თანამშრომლობითი უნრების
წარმოჩენა;
საწრეო
მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები დაეუფლებიან ერთი შეხედვით უსარგებლო, მეორადი ნივთების გამოყენების უნარ-ჩვევებს,
მარტივი კომპოზიციების შექმნას და
მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების უნარს.
მეცადინეობებზე განსაკუთრებული ყურადღება
დაეთმობა შრომით
საქმიანობასთან დაკავშირებული უნარ- ჩვევების განვითარებას, კრეატიული, საუკეთესო შედეგის
მისაღებად საჭირო
მასალის, იარაღის,
გამომსახველობითი ხერხების
თუ ტექნიკის
შერჩევას და
მათ ეფექტიანი გამოყენებას.
გამოვიყენებ სახლში მოძიებულ
მეორად ნივთებს (
ქსოვილი, ღილები,
ერთჯერადი კოვზები,
პოლიეთილენის ბოთლები
და სხვა).
პროექტში ჩაერთვებიან მშობლები.
მოსწავლეები საკუთარი
ინტერპრეტაციით განალაგებენ მათ მიერ
შექმნილ დეკორაციებს, გააკეთებენ პრეზენტაციას, რაც
ხელს შეუწყობს
საკომუნიკაციო უნარების
განვითარებას.
წრე
განკუთვნილია პირველი
კლასის მოსწავლეებისთვის. მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე მათთვის
წრის მეცადინეობებზე დასწრება იქნება
კარგი საშუალება
იაზროვნონ კრეატიულად და შეაფასონ
თითოეული უსარგებლო
ნივთის სარგებლიანობა.
ხელოვნების მცნებების ცოდნა და
უნარები:
·
კრეატიული აზროვნება;
·
საჭირო ტექნიკის
ფლობა;
·
საჭირო იარაღის
ეფექტიანად გამოყენება;
·
ნივთების შეგროვება;
·
პასუხისმგებლობა.
კომუნიკაციური უნარები:
·
იდეების გაცვლა;
·
ურთიერთდახმარება;
·
მარტივი ზღაპრების
შეთხზვა;
·
მშობლებთან კომუნიკაცია;
·
წარმოსახვითი უნარების
აფიშირება.
საწრეო მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული
სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ აქტივობებს.
სასწავლო რესურსები: სახატავი, წებო,
მაკრატელი, კომპიუტერი, მეორადი ნივთები,
მუყაო, საღებავები, პლასტელინი.
მასწავლებელი მოსწავლეებს და მათ
მშობლებს გააცნობს წრის მუშაობის მიზანს, შეხვედრების განრიგს.
წრის სამუშაო პროგრამა:
1. ჩემი საშემოდგომო კალათა
ა) პლასტელინის დახმარებით
ბავშვები გამოძერწავენ ხილს და ჩაალაგებენ ფერადი ქაღალდისგან დამაზადებულ კალათაში
2. შევუკეროთ ტანსაცმელი
ა) პოლიეთილენის ბოთლების შემოსვა ფერადი, ერთჯერადი კოვზების
და ფერადიქსოვილების დახმარებით
ბ) გააფორმება დეკორატიულად
3. ჩემი ოჯახი
ა) სხვადასხვა ზომის
ქვების დაწებება
ბ) მოხატვა
და გაფორმება
4. მხიარული თოჯინები
ა) ფერადი საქსოვი
ძაფების
დაჭრა
ბ) მუყაოს რგოლზე
ძაფების მორგება
გ) მოხატვა (თვალები,
პირი)
5.
ვეცნობით გეომეტრიულ ფიგურებს
ა)
ფერადი ქარალდებისგან ფიგურების ამოჭრა და ქაღალდზე დაწებება
ბ) ვხატავთ თბილი და
ცივი ფერებით
6.
აქტიობა - საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია
7.
თბილი და ცივი ფერები.
ა)
საუბარი თბილ
და ცივ
ფერებზე.
ბ) ვხატავთ თბილი და ცივი ფერებით
8.
ზამთრის
პეიზაჟი
ა) ზამთარი ჩემს
სოფელში
9.
ახალი
წლის სამზადისი
ა) ჩემი საახალწლო
სურვილები
ბ) თოვლის ბაბუა
და საახალწლო სოფელი
10. შემაჯამებელი საწრეო მუშაობა
11. ნამუშევრების
გამოფენა
12. საახალწლო ზეიმი
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა: საწრეო
მუშაობა გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში. შეხვედრის ხანგრძლივობა: 35 წუთი
შეხვედრების განრიგი:
N
|
საწრეო მუშაობის განრიგი
|
1
|
18.10.2019
|
2
|
25.10.2019
|
3
|
01.11.2019
|
4
|
01.11.2019
|
5
|
08.11.2019
|
6
|
15.11.2019
|
7
|
22. 11.2019
|
8
|
29.11.2019
|
9
|
6. 12.2019
|
10
|
13.11.2019
|
11
|
20.11.2019
|
No comments:
Post a Comment