Pages

Thursday, October 10, 2019

სოციალური პროექტი:,,ჯანსაღი მომავალი ’’



პროექტის  მიზნები  - ცნობიერების ამაღლება  მავნე ჩვევების უარყოფითი შედეგების  და ჰიგინის ზოგადი წესების შესახებ, მოხდეს მავნე დამოკიდებულების  გაანალიზება  და მათი პრევენცია  ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრებით.
პროექტში მონაწილენი:  მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, თემი;
პროექტის ხელმძღვანელი: იზოლდა ხუნწელია
დასაწყისი:    25 ოქტომბერი 2019 წელი
დასასრული:  22 ნოემბერი 2019 წელი
მოსალოდნელი შედეგები:  პროექტის განხორციელებისას  მოსწავლეები მიიღებენ   ინფორმაციას მავნე ჩვევების მავნებლობის  შესახებ.   პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში. განუვითრდებათ:
·         სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია:
·         კონსტრუქციული თანამშრომლობა;
·         პრობლემის მოგვარება;
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია ,რადგანაც მოსწავლეებში ჰიგიების და ცხოვრების ჯანსაღი წესის  დამკვიდრება არის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღებისაკენ გადადგმული ნაბიჯი.
პროექტის თემატიკა
სამუშაო ჯგუფების შექმნა და  გააანალიზება  იმისა თუ ,,ას ნიშნავს ჯანსაღი გარემო’’
შეხვედრა სკოლის ექიმთან (მავნე ჩვევების და ზოგადი ჰიგიების წესის შესახებ)
საუბრები  „რას ნიშნავს ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი“- სადაც უფროსი კლასის მოსწავლეები  გაუზიარებენ საკუთარ გამოცდიელებას
მარტვილის საფეხბურთო სკოლის ფეხბურთელებთან ვიზიტი, ინტეგრირებული პროექტი სპორტის მასწავლებელთან
სპორტული შეჯიბრი - „სპორტული აქტივობები - ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია“

პროექტის რესურსები:
კომპიუტერი, აუდიო მოწყობილება, ინტერნეტი, ადამიანური რესურსები , სპორტული ინვენტარი.


რეფლექსია
მოსწავლეთა სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად, მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების გასავითარებლად გადავწყვიტე შემეთავაზებინა პროექტი „ჯანსაღი მომავალი“; პროექტს წინ უსწრებდა სხვადასხვა სიტუაციების გარჩევა და მათი აზრის მოსმენა ამა თუ იმ არასასურველი ქცევის განხილვისას. განსაკუთრებული აქცენტი მინდოდა გამეკეთებინა ჰიგიენის ზოგადი წესების ცოდნის მნიშვნელობაზე, რამეთუ მასზე დიდაა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა სკოლის ექიმთან შეხვედრა და იმ ზოგადი ინფორმაციის გაცნობა, რაც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. გაიაზრეს ზოგადი ჰიგიენის მნიშვნელობა.
განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა მარტვილის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, ბევრმა მოსწავლემ გადაწყვიტა ფეხბურთზე სიარული, ვინაიდან გააცნობიერეს რომ სპორტი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.
პროექტი თავისი შინაარსიდან გამომდინარე აუცილებელია მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდეს, ვინაიდან ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია იქცეს ცხოვრების თანმდევ ყოველდღიურ მოვლებად და არა დროებით აქტივობად.


პროექტის ხელმძღვანელი: იზოლდა ხუნწელია

No comments:

Post a Comment