კლუბის დაარსების
იდეა მოსწავლეებისგან წამოვიდა. მას წინ უსწრებდა ჩემს მიერ მიცემული დავალება, რომ
მოსწავლეებს გამოეკვლიათ სკოლის გარემო და მისი შემოგარენის ეკოლოგიური მდგომარეობა.
შეიკრიბნენ საერთო აზრის მქონე მოსწავლეები, შევთანხმდით სკოლის დირექტორთან კლუბის
დაარსების იდეაზე და როდესაც მოვიპოვეთ მისი მხარდაჭერა ჩამოვაყალიბეთ კლუბის მიზნები.
კლუბის სახელწოდება - „ნორჩი ნატურალისტები“.
კლუბის პრეზიდენტი - თორნიკე გეგეჭკორი.
კლუბის წევრი - 21 წევრი
კლუბის მუშაობის პერიოდი - 2019 წლის თებერვალი
- 2020 წლის თებერვალი
განვსაზღვრეთ რა
მასალა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ დაგვეწყო და დაგვესრულებინა პროექტი.
რესურსების შეძენაში
დაგვეხმარა სკოლის დირექცია და რაიონის დასუფთავების სამსახური.
კლუბის მიზანი:
ü გარემომცველი
გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ü გარემოში
არსებული პრობლემების გაცნობიერება და მათი გადაჭრის გზების ძიება.
I აქტივობა
სკოლისა და მისი
მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული დასუფთავება;
II აქტივობა
დედამიწის დღის
აღნიშვნა;
III აქტივობა
კონკურსი - ბუნებრივი
გარემოს შესახებ არსებული ცოდნის გამოვლენა (ტყე, ველური ბუნება, წყალი);
IV აქტივობა
გასვლითი ექსკურსიების
მოწყობა (წაჩხურუს მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, სალხინო, მარტვილის კანიონი, მარტვილის
ცენტრალური პარკი, მარტვილის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია);
V აქტივობა
ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლებისთვის საინფორმაციო ბროშურების გამოყენება;
VI აქტივობა
ფოტო-გამოფენის
მოწყობა;
რეფლექსია
კლუბის დაარსების
მიზანი იყო ამემაღლებინა მოსწავლეებისთვის გარემოს დაცვის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერება,
გარემო პირობების გაუმჯობესება და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, რომ ცხოვრების
ხარისხი დამოკიდებულია ტექნოლოგიურ განვითარებასა და დედამიწის რესურსების გონივრულ
მართვას შორის ბალანსის მიღწევაზე. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა რომ მათი მოქმედება
გადამდები აღმოჩნდა გარშემომყოფთათვის და ისინიც ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობებში.
გარდა ამისა, კლასისთვის,
რომელსაც ახლა ვხელმძღვანელობ საუკეთესო მაგალითი გამოდგა, ისინიც ცდილობენ მიბაძონ
მათ, აქტიურად არიან ჩაბმულნი სკოლის ფარგლებში მათი ასაკის შესაბამისად გარემოს დაცვით
ღონისძიებებში.
კლუბში მუშაობამ
საკმაო გამოცდილება მომცა, რასაც გამოვიყენებ მომდევნო საქმიანობაში, გავაფართოებ მასშტაბებს
კლუბის მუშაობაში უფროს კლასელთა ჩართვით, მითუმეტეს ისინი გამოთქვამენ სურვილს თანამშრომლობისთვის.
No comments:
Post a Comment