პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება:
,,სოციალური
ადაპტაცია“
მიზანი: ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე. სხვისი ემოციების
გაგების,
წვდომისა
და
თანაგანცდის
უნარის განვითარება
მეგობრებთან თუ თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.
პროექტში მონაწილენი: მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები;
პროექტის ხელმძღვანელი:
იზოლდა ხუნწელია
დასაწყისი: 8 ოქტომბერი 2019 წელი
დასასრული: 29 ოქტომბერი
2019 წელი
პროექტის
აქტუალობა: ემპათიის მნიშვნელობის
განმარტება
პატარა
ბავშვებისთვის
ერთი
შეხედვით
შეიძლება
საკმაოდ
აბსტრაქტულ
და
რთულ
ამოცანად
მოგვეჩვენოს.
მაგრამ,
იმისთვის,
რომ
ბავშვმა
სხვისი
ემოციის
აღქმა
და
შესაბამისად
რეაგირება
შეძლოს,
მნიშვნელოვანია,
ესმოდეს
გრძნობათა
ფართო
სპექტრი,
რომელსაც
იგი
ყოველდღიურად
განიცდის
და
ისიც,
რომ
სხვა
ადამიანებს
შეიძლება
მსგავს
სიტუაციაში
განსხვავებული
ემოციები
დაეუფლოთ.
ვინაიდან
მიიჩნევა,
რომ
რაც
უკეთ
შეგვიძლია
საკუთარი
და
სხვისი
ემოციების
ამოცნობა,
მით
მეტად
შეგვიძლია
თავის
მართვა
და
სხვათა
დახმარებაც.
ეს
კი
აუცილებელი
უნარებია
მეგობრებთან
თუ
თანაკლასელებთან
კარგი
ურთიერთობების
დამყარებისა
და
შენარჩუნებისთვის.
პროექტის
ამოცანები და განხორციელების გზები:
პროექტის დასახული მიზნის მიღწევა პირველ რიგში საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარების ხელშეწყობით არის შესაძლებელი.
მართალია,
თანაგრძნობის
უნარი
ასაკთან
ერთად
გვიმუშავდება,
მაგრამ
არსებობს
სხვადასხვა
სტრატეგია,
რომელთა
დახმარებითაც
შეგვიძლია
ბავშვებს
ეს
გრძნობა
განვუვითაროთ.
აქტივობა
I
განვახორციელეთ აქტივობა ,,ამოიცანი
ემოცია’’
აქტივობის
განხორციელებისთვის
საჭიროა
ბარათები
სიტუაციებით,
▪ ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
▪ სკოლაშია და მოშივდა;
▪ ყური სტკივა და სიცხე აქვს;
▪ მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
▪ ქურთუკს იცვამს და ელვა გაეჭედა მისი შეკვრის დროს;
მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მასწავლებელი უკითხავს სიტუაციას
ან
სთავაზობს
ბარათს
შესაბამისი
ილუსტრაციით.
მოსწავლეებს
დარიგებული
აქვთ
ბარათები
სხვადასხვა
ემოციათა
სახელწოდებებით.
მაგ,
მოწყენილი,
მხიარული,
შეშინებული,
შეშფოთებული,
გაკვირვებული,
გაბრაზებული,
ამაყი,
ბედნიერი.
მოსწავლეები
პასუხობენ
შეკითხვებზე:
რას
გრძნობს
ბავშვი?/რას იგრძნობდით
თქვენ
ამ
დროს?
ბავშვებს
შეუძლიათ
ამოირჩიონ
ნებისმიერი
ბარათი,
აჩვენონ
ჯგუფს
და
დაასახელონ.
ასეთ
დროს
ბავშვები
აკვირდებიან,
რომ
ადამიანებს
ერთსა
და
იმავე
სიტუაციაში
შეიძლება
განსხვავებული
ემოციები
გაუჩნდეთ.
აქტივობა
2
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს მივაწვდით ინფორმაციას ემოციების შესახებ, შეგვიძლია წამოვიწყოთ დისკუსია – ჩვენი გარშემომყოფების როგორმა ქცევამ/კეთილმა
საქმემ
შეიძლება
დაგვაყენოს
კარგ
ხასიათზე
და
ზოგადად,
კლასში,
თუ
ჩვენ
ქალაქში
შექმნას
კარგი
კლიმატი.
აქტივობა
3
იდეების გენერირების შემდგომ შესაძლოა, კლასში გავაკრათ კეთილი საქმეების ჩამონათვალი, საიდანაც მოსწავლეები
თავად
აირჩევენ
მათთვის
სასურველ
კეთილ
საქმეს.
შესაძლოა ეს იყოს:
▪ ღიმილიანი მისალმება ნაცნობებისადმი;
▪ კარის დაჭერა ვინმესთვის, ვინც ოთახში შემოდის;
▪ მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა;
▪ დაფის გაწმენდა, კლასის მოწესრიგება მანამ, სანამ ვინმე ამის გაკეთებას დაგვავალებს;
▪ ყვავილების მორწყვა;
▪ სკოლის ეზოს გალამაზება ფერადი ცარცებით.
აქტივობა
4
იდეები,რომლებიც იმგვარ საქმიანობებს, რომელთა განხორციელებასაც შედარებით მეტი დრო და გარკვეული
რესურსი
სჭირდება.
კერძოდ:
▪ მშიერი ცხოველების დაპურება;
§ სიკეთის
ჟურნალის
დამზადება.
მისი პუნქტებია :
▪ კვირის განმავლობაში რა კეთილი საქმის/საქმეების გაკეთება შემიძლია ჩემი თანაკლასელისათვის/სკოლელისათვის?
▪ მოიფიქრეთ და დახატეთ, რა კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლიათ კვირის განმავლობაში?
▪ რა კეთილი საქმე გაგიკეთათ სხვა ადამიანმა?
▪ რას გრძნობთ, როდესაც სიკეთეს გიკეთებენ?
▪ დახატეთ, რა სიკეთე გააკეთა სხვა ადამიანმა თქვენთვის.
▪ მე შემიძლია სიკეთე ჩემ მეგობარს დავანახო იმით, რომ…
▪ რა კეთილი საქმეების მაგალითებს ვხვდები ჩემს კლასში?
აქტივობა
4
შეჯამება
ყველა ადამიანი დღეში ერთ სიკეთეს რომ აკეთებდეს, როგორი იქნებოდა, თქვენი აზრით, ჩვენი ქალაქი/სოფელი/სამყარო?
▪ ჩემთვის სიკეთე არის..
▪ დახატეთ, რა არის სიკეთე
მოსალოდნელი შედეგები.
Ø სოციალური და სამოქალაქო
კომპეტენცია:
Ø კონსტრუქციული თანამშრომლობა;
Ø პრობლემის მოგვარება;
რესურსები: ინტერნეტი, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ბარათები
რეფლექსია
მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციის გასაუმჯობესებლად,
მათში სხვისი ემოციების გაგების წვდომისა და თანაგანცდის უნარის გასავითარებლად გადავწყვიტე
შემეთავაზებინა მოსწავლეებისთვის პროექტი „სოციალური ადაპტაცია“; პროექტს წინ უსწრებდა
სხვადასხვა სიტუაციების გარჩევა და მათი აზრის მოსმენა ამა თუ იმ არასასურველი ქცევის
განხილვისას. განსაკუთრებული აქცენტი მინდოდა გამეკეთებინა სიკეთის ქმნის და ურთიერთთანაგრძნობის
მნიშვნელობაზე, რამეთუ ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან ჩაგვრისა და უხეშობის ფაქტებს.
პროექტის ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს იმით, რომ მოსწავლეებს ჩვევად
ექცათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავსი ქმედებების კეთება, როგორიცაა, მაგალითად: ღიმილიანი მისალმება ნაცნობებისადმი, კარის დაჭერა ვინმესთვის, ვინც ოთახში შემოდის, მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა, დაფის გაწმენდა, კლასის მოწესრიგება, სანამ
ამის გაკეთებას ვინმე დაგვავალებს, ყვავილების მორწყვა, სკოლის ეზოს გალამაზება და სხვა.
პროექტის განმავლობაში
მოსწავლეებმა გაიაზრეს სიკეთის არსი, მისი გაკეთების აუცილებლობა და რომ სიკეთე გადამდებია.
პროექტის ერთ-ერთ აქტივობას წარმოადგენდა ქუჩის ძაღლების დაპურება, რაშიც დიდი ენთუზიაზმით
ჩაებნენ, რამდენიმემ გამოთქვა სურვილი ქუჩაში ნაპოვნი ლეკვების სახლში წაყვანისა.
რამდენადაც პროექტში გათვალისწინებული
მქონდა „სიკეთის ჟურნალის“ დამზადება, რამაც პრაქტიკაში მოითხოვა მოსწავლეთა წერითი
უნარ-ჩვევები, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა სიკეთის ჟურნალის პროექტში ჩადებული
სახით შესაქმნელად, რასაც მომდევნო სემესტრში გავითვალისწინებ.
პროექტის ხელმძღვანელი:
იზოლდა ხუნწელია
No comments:
Post a Comment